მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლას საქართველოს საპატრიარქოს ტურიზმის ჯგუფის წევრები და სასულიერო პირები დაესწრებიან.
უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულები წელს ზეციური, უნივთო ცეცხლის გადმოსვლას 14 აპრილს ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.
მომლოცველები საქართველოში შაბათს ღამით დაბრუნდებიან და სააღდგომო ცეცხლს ჩამოაბრძანებენ, რომელიც შემდეგ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გავრცელდება. წმინდა ცეცხლის სახლში წაღება კი ყველა ქრისტიანს შეეძლება.