საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილ ნატო-ჩიკაგოს სამიტზე, ეკონომიკური ურთიერთობებისა და ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ნატო-ჩიკაგოს სამიტამდე მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირე ქვეყანასთან პოზიციების შეჯერება.
,,მაისის სამიტი ახლოვდება და ყველა ჩვენ მოკავშირესთან აუცილებელია პოზიციების შეთანხმება. Mმინდა ვთქვა, რომ ყველა იმ თემზე, რაც ჩვენ ჩიკაგოს სამიტის ფორმატში განვიხილეთ იყო სრული ურთიერთგაგება. რა თქმა უნდა, ჯეროვანი ყურადღება დაეთმო, ორმხრივ ურთიერთობებს", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.