ბაგრატიონთა ნეშტის გადმოსასვენებლათ საქართევლომ შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, რუსეთის ფედერაციას, ოფიციალური ნოტით მიმართა.
ქართული მხარე აპირებს ბაგრატიონთა და სულხან საბას საფლავების განადგურების საფრთხის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართოს.,
,,მოსპეს კულტურული მემკვიდრეობა, რადგან ეს სასაფლაო, იყო კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, შევატყობინებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ ავტეხავთ განგაშშს ამის თაობაზე. ხოლო ის რას მივაღწევთ ამაზე, სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ ვამბობთ, რადგან საქმე გვაქვს, ასეთსახელმწიფოსთან", _ განაცხადა უმრავლესობის წევრმა ხათუნა ოჩიაურმა.
შეგახსენებთ, სასაფლაოზე სადაც პეტრე ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ნეშტებია, რუსული მხარე კარტოფილის საწყობს აშენებს.