"ბიდიო ლეგალი" იურიდიული კომპანიების საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია LEGAL 500-ის ჩამონათვალში მოხვდა. როგორც "ბიდიო ლეგალში" აცხადებენ, რომ სარეიტინგო კომპანია LEGAL 500 უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ახორციელებს იურიდიული კომპანიების საქმიანობის მონიტორინგს და ადგენს რეიტინგებს.
საქართველოდან სიაშია ისეთი ცნობილი კომპანიები როგორიცაა BGI legal, DLA Piper Georgia LP, BLC Law Office, Gvindadze & partners LLC, Kordzakhia, Jgenti GP Law Firm, Mgaloblishvili, Kipiani, Dzidziguri Law Firm.
კომპანიის ინფორმაციით, "ბიდიო ლეგალი" ამჟამად შემოწმებას გადის კიდევ რამდენიმე სარეიტინგო ლისტინგში მოსახვედრად, რაც იმედი გვაქვს წარმატებით დასრულდება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რეიტინგის უფრო მაღალ პოზიციებზე გადავინაცვლებთ.
შეგახსენებთ, რომ "ბიდიო ლეგალი" დაფუძნებულია 2008 წელს და აუდიტორულ კომპანია "ბიდიოსთან" ერთად არის მსოფლიოს მეხუთე აუდიტორული ქსელის BDO International-ის წევრი. აუდიტორული და იურიდიული კომპანიის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა იძლევა საუკეთესო შესაძლებლობებს, შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს ყველაზე ოპტიმალური ბიზნეს გადაწყვეტილებები, დასაბუთებული როგორც სამართლებრივად, ასევე საგადასახადო დაბეგვრისა და ფინანსური აღრიცხვის თვალსაზრისით.