მარჯვენა სანაპიროზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 11 აპრილს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ჩუღურეთის და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, არაგვისპირელის, ხეთაგუროვის, გორკის, ჩხეიძის, ჯავახიშვილის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება: თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს, თი-ბი-სი ბანკს, თეატრალურ ინსტიტუტს, ცენტრალურ ფოსტას, სასტუმრო "რედისონს", სასტუმრო "თორის", მიხაილოვის საავადმყოფოს, კარდიოლოგიურ საავადმყოფოს, სისხლის გადასხმის ინსტიტუტს, ეპილეფსიის ცენტრს, #2 სამშობიაროს, ალადაშვილის სახელობის კლინიკას, განათლების სამინისტროს, სათნოების სახლს "კათარზისს", ლუდის ქარხანას სს "ყაზბეგი". დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება