ნოვოსიბირსკის ცენტრში საქართველოს მხარდამჭერი აქცია-პიკეტი შედგა. ადამიანის უფლებათა ცნობილმა დამცველმა და ნოვოსიბირსკის მხარის ყოფილმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციის სენატში ალექსეი მალინიკოვმა ერთკაციანი პიკეტი გამართა.
მას თან ჰქონდა ქართული დროშა და პლაკატი, წარწერით - "პუტინის ხუნტა რუსეთისა და საქართველოს საერთო უბედურება".
მალინიკოვმა აქცია საგანგებოდ დაამთხვია 9 აპრილის თარიღს. ადამიანის უფლებათა დამცველს მოგვიანებით ოთხი თანამოაზრეც შეუერთდა.
აქცია პიკეტმა ნოვოსიბირსკის მთავარ მოედანზე მშვიდობიანად ჩაიარა.