რუსმა სამართალდამცავებმა სტავროპოლის ოლქში ერთდროულად ორი სპეცოპერაცია ჩაატარეს და 9 მებრძოლი მოკლეს. გვიან ღამით მათ მინვოდის ცენტრში ალყაში მოაქციეს მრავალსართულიანი კორპუსი, რომელსაც 5 მებრძოლი აფარებდა თავს და იარაღის დაყრა მოსთხოვეს.
ორმხრივი სროლის შედეგად ხუთივე მათგანი დაიღუპა. მეორე სპეცოპერაცია კი აჩიკულაკის დასახლებაში ჩატარდა, სადაც სამართალდამცველების ცნობით პოლიციამ საბუთების შესამოწმებლად საეჭვო მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა ავტომობილში მყოფებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, მოკლული მებრძოლები სააღდგომო დღესასწაულებზე მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებდნენ.