სირიაში მიმდიბარე არეულობებს კიდევ ერთი რეპორტიორი ემსხვერპლა. ლიბანელი ოპსერატორი ალი შაბაანი საზღვართან მოკლეს. სირიის სამთავრობო ძალებმა ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც ლიბანური ტელეარხის "ალ ჯადიდის" გადამღები ჯგუფი სირიისა და ლიბანის საზღვარზე მანქანით მოძრაობდა.
პარალელურად შეტაკებები გრძელდება სირიის ქალაქებში. დილიდან კვლავ იბომბება ჰომსი. გავრცელებული ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალების შეტევას 100 ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური დამასკო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ოპოზიციის მებრძოლებისგან იარაღის დაყრის შესახებ წერილობითი გარანტია მოითხოვა. გაეროს გეგმის თანახმად, საბრძოლო მოქმედებები სირიის არმიამ 12 აპრილამდე უნდა შეაჩეროს.