ულიანოვსკში ნატოს სამხედრო ბაზა არ განთავსდება. ამის შესახებ "ტვიტერის" მიკრობლოგზე რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა დაწერა.
როგოზინი წერს, რომ ყველა ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, პროვოკატორი ან უბრალოდ იდიოტია.
გასულ კვირას რუსეთში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ალიანსის ბაზის გახსნას ეწინააღმდეგებოდა.
მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ნატოსათვის ბაზის დროებით გადაცემას აპირებდა, რათა ის "ISAF-ის" ოპერაციის ფარგლებში გარკვეული ვადით გამოეყენებინა.