დღეს, 10 აპრილის, თბილისში ტრაგიკულად დდაღუპული პოლოენთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძეგლი გაიხსნება.
ლეხ კაჩინსკის ბიუსტი მისივე სახელობის ქუჩაზე მდებარე პარკშია განთავსებული.
ლეხ კაშინსკის სკვერის სტატუსს მას თბილისის საკრებულო უახლოეს მომავალში მიანიჭებს. ბოლო სამუშაოები წუხელ სკვერში გვიანობამდე მიმდინარეობდა.
დღესვე, დაღუპულების სულების მოსახსენებლად თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში პანაშვიდს გადაიხდიან.
საქართველოში პოლონეთის ელჩის თქმით, საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობები ამ ტრაგედიის შემდეგაც უცვლელი რჩება.
ურსულა ტოროშევსკა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის პატივისცემა პოლონელების მიმართ კვლავ იგრძნობა და ეს პატივისცემა ორმხრივია.