დღეს, 10 აპრილს, სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ემსხვერპა, ორი წელი შესრულდა.
2010 წლის 10 აპრილს პრეზიდენტის კუთვნილი "ტუ-154"-ის ტიპის თვითმფრინავი სმოლენსკის "სევერნის" აეროდრომთან ჩამოვარდა, დაიღუპა 96 კაცი, მათ შორის პირველი ლედი მარია კაჩინსკა და პოლონური პოლიტიკური ელიტის ნაწილი.
საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენას ეხებოდა, ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის მოქმედება იყო.
მიუხედავად ამის, პოლონეთის კომისიამ სმოლენსკთან მომხდარი კატასტროფის მიზეზების თავისი ვერსია გამოაქვეყნა, სადაც ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეკიპაჟის წევრებმა შეცდომები რუსი დისპეჩერების ბრძანებების გამო დაუშვეს.
პოლონელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით რუსმა დისპეჩერებმა ძალიან გვიან მისცეს ბრძანება "ჰორიზონტი", რომელიც მაშინ უნდა მიცემულიყო, როდესაც თვითმფრინავი 100 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. მაგრამ როდესაც რუსმა დისპეჩერებმა ეს ბრძანება გასცეს, თვითმფრინავი საჭიროზე ორჯერ უფრო ნაკლებ სიმაღლეზე იმყოფებოდა.
პოლონელი ექსპერტები ასევე ამტკიცებენ, რომ დაფრენის ზონის დისპეჩერებმა დროულად არ მიაწოდეს ტუ-154-ის ეკიპაჟს მიცემული კურსიდან გადაცდომის შესახებ. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავში, შესაძლოა, გარეშე პირები იმყოფებოდნენ.