დღეს, 10 აპრილს, 11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის ელჩი საქართველოში, მისაიოში კამოჰარა ეწვევა. ელჩი დაესწრება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას "იაპონური გაზაფხული", რომელსაც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონისტიკის მიმართულება აწყობს.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია, მოეწყობა იაპონური კულტურის ნიმუშების გამოფენა (თსუ V კორპუსი, "იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი").