ირანული სააგენტო "FARS"-ი დასავლურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ფედერაცია კავკასიაში ჯარების თავმოყრას ახდენს, რათა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის მიყენების შემთხვევაში, საკუთარი ინტერესები დაიცვას.
სააგენტო "GenerationalDynamics.com "-ის ციტირებას ახდენს, რომლის თანახმადაც, რუსეთის სარდლობა დარწმუნებულია, რომ ირანზე იერიშის შემთხვევაში, აშშ თავის დანაყოფებს აზერბაიჯანსა და საქართველოში განალაგებს. ამის გამო, რუსეთი კასპიის ზღვის თავის სანაპიროზე გემთსაწინააღმდეგო რაკეტებს ათავსებს, რომლებიც შორი მოქმედების იარაღითაა აღჭურვილი.
ექსპერტების აზრით, ამ ჯგუფის ამოცანაა პრევენციული დარტყმის მიყენება, რომელიც რეგიონში აშშ-ის არმიის ბაზების განლაგების წინააღმდეგ და სამხრეთკავკასიის ენერგეტიკულ დერეფანზე კონტროლის დამყარებისკენაა მიმართული.
"ასე რომ, რუსეთის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად შეძლებს აღადგინოს კონტროლი კავკასიურ და კასპიისპირა სახელმწიფოებზე", _ აცხადებენ ექსპერტები.