დღეს ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან, 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა.
ქუთაისში 23 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს პატივი ადგილობრივებმაც მიაგეს. სტუდენტების ინიციატივით კი დაღუპულების პატივსაცემად სანთლების აქცია იმართება.
"მთელი დღის განმავლობაში გვექნება სანთლების აქცია. ყველა ის ადამიანი, ვისაც ახსოვს, ან უბრალოდ, გაგონილი აქვს ამ დღის მნიშვნელობა, მოვა და დაანთებს სანთელს დაღუპულების უკვდავსაყოფად", _ განაცხადა პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიამ.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 23 წელი შესრულდა.