ეგვიპტეში პრეზიდენტობის 20 კანდიდატი დარეგისტრირდა. ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ, მაისში, ქვეყანაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის მუბარაქის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და ისლამისტები დომინირებენ.
ერთ-ერთი ყვლეზე გავლენიანი ისლამისტური პარტიიდან - "ძმები -მუსულმანები", არჩევნებში პრეზიდენტობის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.