ავტომობილი Volkswagen Golf-ი, რომელიც 1990 წელსაა გამოშვებული და ადრე გერმანიის კანცლერს ეკუთვნოდა, eBay-ზე იყიდება.
ანგელა მერკელი აღნიშნულ ავტომობილს 1990 წლიდან 1995-მდე ფლობდა. ხოლო 1996 წლამდე ავტომობილი მის მეუღლეს, იოაჰიმ ზაუერს ეკუთვნოდა.
ავტომობილის ახლანდელმა მფლობელმა ის 2011 წელს ავარიულ მდგომარეობაში იყიდა, რათა შემდგომ მთლიანობაში მწყობრში მოეყვანა.საბოლოო ჯამში, ავტომობილს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.
ავტომობილის საწყისი ღირებულება 10 ათასი ევროა.