კანადაში იახტის ჩაძირვის დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რაიმე სახის ინფორმაცია ჯერჯერობით კვლავ უცნობია. Aამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა,
,,ამ სამწუხარო, ფაქტთან მიმართებაში, რაც შეიძლება გაცნობოთ არის ის, რომ შეძლებისდაგვარად ჩვენ ოპერატიულათ ვმუშაობთ, კანადაში შესაბამის ორგანიზაციებთან, უფრო ზუსტად, საელჩო არის ჩართული იმისათვის, რომ ოფიციალურ ოგრანოებთან უშუალო ურთიერთობა გაუწიოს ოჯახის წევრებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენი უფლებები ძალიან შეზღუდულია", _ განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, 25 მარტს კანადაში ჩაძირულ იახტაზე საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, დანარჩენი ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.