გასულ წელთან შედარებით მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. ასეთი შედეგი გამოვლინდა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
გამოკითხვაში მონაწილეობა სააგენტოს უნიკალური ვიზიტიორების საშუალო რაოდენობის 7%-მა მიიღო (403), რომელთა უმრავლესობამ - 66,3%-მა (267) აღნიშნა, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით გაუარესდა.
გამოკითხვაში მონაწილეთა 20,3%-ისთვის (82) სოციალური მდგომარობა გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო 13,4%-ის (54) მდგომარეობა გაუმჯობესდა.
რესპოდენტების ჯამი მოცემულია საიტის სამენოვანი გვერდის შედეგების მიხედვით (ქართული -377, რუსული - 24, ინგლისური -2). გამოკითხვის პერიოდი - 4-9 აპრილი.