უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ბზობის დღესდასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ბზობას. უფალმა ინებოს, რომ ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში, ჩვენს საქართველოში შემოვიდეს დიდიებით უფალი, ჩვენი იესო ქრისტე", _ აღნიშნა უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში.
ილია მეორეს თქმით, დღეს ის დღეა როცა, იესო ქრისტე დიდებით შევიდა იერუსალიმში.
,,დღეს არის ის დღესასწაული, როცა უფალი დაჯდა კვიცსა ზედა კარაულისასა და დიდებით შევიდა იერუსალიმში", _ ბრძანა უწმინდესმა მრევლთან საუბრისას.
უწმინდესის თქმით, ბზობის დღესასწაული იმაზეც მიგვითითებს, რომ დიდება და დაცემა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.
,, მაცხოვარმა დიდების შემდეგ უნდა განვლოს გოლგოთა, უნდა განვლოს ჯვარცმა და მხოლოდ ამის შემდეგ, იქნება აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს დაგასწროთ", _ აღნიშნა უწმინდესმა მრევლთან საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს თევზით ხსნილია და ხვალიდან ვნების კვირა იწყება და დიდი მარხვა 15 აპრილს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.