დღეს ქართველ მომლოცველთა ასკაციანი შემადგენლობა ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს ხელმძღვანელობით, იერუსალიმში გაემგზავრა.
,,მივემგზავრებით წმინდა ქალაქ იერუსალიმში, ასკაციანი ჯგუფით და ტრადიციულად გვეძლევა შესაძლებლობა, რომ დავესწროთ დიდ სასწაულს, დიდი ღვთაებრივი ცეცხლის, გადმოსვლას", - აღნიშნა მეუფე სერაფიმემ.
მომლოცველები საქართველოში შაბათს ღამე დაბრუნდებიან და მაცხოვრის საფლავის ტაძარიდან სააღდგომო ცეცხლს ჩამოაბრძანებენ, რომელიც შემდეგ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გავრცელდება.
წმინდა ცეცხლის სახლში წაღება კი ყველა ქრისტიანს შეეძლება.