კაცობრიობა სიკეთისა და ბოროტების გაურჩელობის გამო სიბნელეში იძირება. ამის შესახებ სააღდგომო მესის დროს რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ განაცხადა.
"სიბნელე, რომელიც ეფარება ღმერთს და ჩრდილის ქვეშ აქცევს ფასეულობებს, ეს არის რეალური საფრთხე ჩვენი არსებობისათვის და მთელი მსოფლიოსთვის,"-განაცხადა პონტიფიკმა.
მისივე თქმით, ტექნიკური მიღწევების არასწორი გამოყენება არის საშიშრება, რომელიც კაცობრიობას ემუქრება.
"თუ ღმერთი და მორალური ფასეულობები, განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის დარჩება სიბნელეში, მაშინ სხვა "სინათლე", რომელსაც გვაძლევს ჩვენ დაუჯერებელი ტექნიკური მიღწევები, არის არამხოლოდ პროგრესი, არამედ საშიშროება, რომელიც ჩვენ გვემუქრება", - განაცხადა პაპმა.