უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. საარჩევნიო უბნები ადგილობრივი დროით 20:00-ზე დაიხურა.
ეზიტპოლების მიხედვით ლიდერობს ვიქტორ იანუკოვიჩი - 34.7%, იულია ტიმოშერნკო 24/4%, სერგეი ტიგიბკო 11.5%, არსენი იაცენიუკი 8/9%, ვიქტორ იუშჩენკო - 5,4%, პეტერ სიმონენკო 3,1%, ვლადიმერ ლიტვინი 2,2%, ოლეგ ტიგნიბოკი 1,7%, ანატოლი გრიცენკო - 1,4%, სხვა კანდიდატები 1.9%, არავის არ დაუჭირა მხარი 4,4%
უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 თებერვალს გაიმართება.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 18 კანდიდატი მონაწილეობდა _ ირინა ბოგისლოვსკაია, მიხაილ ბროდსკი, ანატოლი გრიცენკო, იური კოსტენკო, ვლადიმერ ლიტვინი, ალექსანდრ მოროზი, ალექსანდრ პაბატი, ვასილი პროტივსიხი, სერგეი რატუშნიაკი, ოლეგ რიანონოკი, პეტერ სიმონენკო, ლუდმილა სუპრუნი, იულია ტიმოშენკო, სერგეი ტიგიბკო, ოლეგ ტიაგნიბოკი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, არსენი იაცენიუკი.
არჩევნები უკრაინის 225 ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო 36,577 მილიონი ამომრჩეველი.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიხსნა 113 საარჩევო ოლქი.
სულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთითY 36 916 740 ბიულეტენი დაიბეჭდა. ამის მიუხედავადდღის განმავლობაში მთელ რიგ უბებში ბიულეტენების არასაკმარისი რაოდენების გამო ტექნიკურ შეფერხებებს ქინდა ადგილი.