ინციდენტი საფრანგეთის ატომურ ელექტროსადგურზე. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, სადგურის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც საწვავმა გაჟონა. ელექტროსადგური სასწრაფოდ დახურეს.
ატომური ელექტროსადგურის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი კი სწრაფად ჩააქრეს.
საწარმოს ოპერატორი კომპანიის განცხადებით, ინციდენტის გამო ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხის საშიშროება არ არსებობს. პენლიში დღეს ექსპერტები ჩავლენ, რომლებიც მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან.