ავღანეთის პროვინცია ბადახშანში ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "პაჟვაკი" ავრცელებს.
ინიციდენტი ცენტრალურ ბაზარში მოხდა. თვითმკვლელის მიზანი პოლიციის საგუშაგო იყო. დაიჭრილთა შორის რამდენიმე პოლიციელია.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჭრილთა შორის არიან მოზარდი გოგონები. ორივე გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა.
აქამდე აღნიშნულ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.