მოლდოვაში რუსულ ენაზე რეკლამა აკრძალეს. ამ ნორმის დარღვევისთვის სარეკლამო პროდუქციის მწარმოებლებს ჯარიმის სახით 10 ათასი ლევის (დაახლოებით 88 ათასი რუბლი) გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოლდოვის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე მოიწონა.
ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორის ლიბერალი ვალერი მუნტიაგუს განცხადებით, ეს ღონისძიება ნაციონალური ენობრივი მემკვოდრეობის დაცვისკენაა მიმართული.
ამიერიდან მოლდოვაში რეკლამები მხოლოდ სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს, ხოლო იქ სადაც ეთნიკურად რუსები ან უკრაინელები ცხოვრობენ, სახელმწიფო ენაზე გაკეთებულ რეკლამას უნდა ჰქონდეს თარგმანი შესაბამის ენაზე.