ევროპაში, კერძოდ კი ლონდონში, ყველაზე მაღალი შენობის - Shard London Bridge - მშენებლობა დასრულდა, რომელის სიმაღლეც 310 მეტრია.
95-სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა პენცო პიანომ დააპროექტა, 800-ზე მეტი ლითონის დელაისგან შედგება, რომელიც 500 ტონას იწონის, - წერს Euromag.
Shard London Bridge-ი ლონდონის ერთ-ერთი ღისშესანიშნაობა გახდება. შენობაში განთავსებულია სასტუმროც, რომელიც 195 ნომერზეა გათვლილი.
თუმცა Shard London Bridge-ი ევროპის ყველაზე მაღალი შენობა სულ ცოტა ხნით იქნება, რადგანაც პარიზში უკვე შენდება ცათამბჯენი - Hermitage Plaza, რომლის სიმაღლეც 320 მეტრი იქნება. Hermitage Plaza-ის მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულდეს.