"მიუხედავად ამ აგონიისა და შიშისა, მიხეილ სააკაშვილს მაინც მოუწევს დაიხიოს უკან და მოხდეს სამართლიანობის აღდგენა", _ განახაცდა ბიძინა ივანიშვილმა და მიიჩნევს, რომ სააკაშვილი აგონიაშია.
,,მიხეილ სააკაშვილი იმდენად შეშინებულია და აგონიაშია, რომ რამდენიმე დღით წინ გახედვასაც ვერ ახერხებს, რამეთუ ძალიან კარგად შეიძლებოდა იმის დანახვა, რაც მოხდება უახლოეს დროში. საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება დიდია და იზრდება მისი უკანონო ქმედებით. მიუხედავად ამ აგონიისა და შიშისა მიხეილ სააკაშვილს მაინც მოუწევს დაიხიოს უკან და მოხდეს სამართლიანობის აღდგენა", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების” ლიდერმა.