,,ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სასამართლო სახუმარო ინსტრუმენტად იქცა.
,,მოკლედ სასამართლო სახუმარო ინსტრუმენტადD გადაიქცა და ქართველ მოქალააქეებს არ აქვთ ილუზია, რომ ქვეყანში არსებობს სამართალი", _ ამის შესახებ, ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი სასამართლო საკაშვილის დავალებით მოქმედებს.
,,სასამართლოში ჩვენ გვაქვს, ათეულობით საქმე შეტანილი, მარტივი საქმეებიც, რომლითაც დაინტერესებულები არიან სახელისუფლებო სტრუქტურები ამ შემთხვევაში კონტროლის პალატა და უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი. სასამართლო აკეთებს სასწრაფო წესით აღასრულონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ აწყობს", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების" საქმეებს სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს.
"ხოლო საქმეები, რომელიც საჭიროებს ჩვენი მხრიდან სასწრაფო რეაგირებას აჭიანურებენ. ამაში შედის ბანკთან დაკავშირებული საქმეები, უკანონო დაპატიმრებულებთან დაკავშირებით, რომლებიც დაპატიმრდნენ, ჩემი პოლიტიკაში შემოსვლის დროს, იგივე ჩემს მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამ ფორმალური გადაწყვეტილებებით კარგად ჩანს, რომ თუ, როგორ ღებულობს სასამართლო სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.