"ქართული ოცნების" ლიდერი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა და მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
,,მე იმედი გამოვთქვი, რომ საელჩოები გამთქვამენ თავის დამოკიდებულებას და პასუხს მოსთხოვენ იმ უკანონობის გამო, რომელიც გუშინ განხორციელდა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები.
,,დიპლომატები დაინტერესებულები არიან, საქართველოში შეიქმნას პრეცედენტი და საქართველოს ისტორიაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ეს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გავისტუმროთ", - განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შორის შეხვედრა ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.