სირიის უფლებების დამცავი ორგანიზაცია იუწყება, რომ დღეს დილიდან სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების დისლოკაციის ადგილების მიმართ შეტევა განაახლეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი გუშინ მთელი დღის განმავლობაში იხსნებოდა იმის მიუხედავად, რომ სირიის ხელისუფლება გაეროს ცეცხლის შეწყვეტას დაპირდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
"ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სამხედრო მოქმედებები გრძელდება", _ განაცხადა უფლებების დამცველმა რამი აბდელ რაჰმანმა სააგენტო "ფრანს-პრესთან" საუბარში და დასძინა - "ტანკები ჯერ კიდვე ესვრიან და იერიშს ახორციელებენ ქალაქებსა და სოფლებზე და თავიან ბაზაზე არ ბრუნდებიან".
თურქი ჩინოვნიკის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სირიიდან თურქეთში 900 ადამიანი გაიქცა.