ლიბიაში უკრაინის 22 მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ისინი სექტემბერში დააკავეს და მათ ბრალად ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მხარდაჭერა ედებათ. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ალექსანდრე დიკუსაროვმა გააკეთა.
"ჩვენს მოქალაქეებს კადაფის რეჟიმის სამხედრო ძალის ტექნიკის სარემონტო სამუშაოების ჩატარება ედებათ", _ განაცხადა დიკუსაროვმა. მისივე თქმით, უკრაინის არც ერთი მოქალაქე ბრალდ არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის სექტემბრის დასაწყისში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ლიბიაში უკრაინის 22 მოქალაქეა დაკავებული. ესენი აღმოჩნდნენ სამოქალაქო სპეციალისტები, რომლებიც ლიბიის ნავთობის მრეწველობის ობიექტებზე სამუშაოდ ჩავიდნენ. მათ ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მუამარ კადაფის მხარეს.