კონტროლის პალატას დაუსაბუთებელი ჯარიმები გამოაქვს, - განაცხადა "ქართული ოცნების: ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატა მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ახორციელებს.
"ძველი სტრუქტურა ახლებურად მიიღო მიხეილ სააკაშვილმა და იქაც ახორციელებს ძალადობას, ასრულებინებს ფუნქციებს, რომელიც არ შედის მათ მოვალეობაში. 310 ადამიანი დაიკითხა 14 თანამშრომლის მიერ და დამკითხველებზეც განხორციელდა საშინელი შეურაცხყოფა და ძალადობა" - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, კონტროლის პალატამ ფიზიკური პირებიც არ დაინდო და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შემიზღუდონ პოლიტიკური პროცესების დაფინანსება.
"იყო ასეთი პრეცენდენტი რომ ფიზიკურმა პირებმა საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიებში შემოიტანეს შემოწირულობა, რის გამოც კონტროლის პალატამ ჯარიმები გამოუწერა. ამიტომ ბევრ მათგანს თუ არ დავეხმარეთ სახლის გაყიდვა უწევთ. ყველა გზას მიზღუდავენ შევძლო პოლიტიკური პროცესების დაფინანსება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.