"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად პარტიას 21 აპრილს დააფუძნებს. ამის შესახებ ბიძია ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"21 აპრილს მე როგორც საქართველოს მოქალაქე დავაფუძნებ და მივიღებ მონაწილეობას ახალი პარტიის დაფუძნებაში - "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ახლო მომავალში პოლიტიკური ბლოკიც ჩამოყალიბდება, რომლის ლიდერი თავად ივანიშვილი იქნება.
"უფრო მოგვიანებით კი ჩვენი კოალიცია ბლოკად ჩამოყალიბდება. "ივანიშვილი - ქართული ოცნება" და მე ვიქნები ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში