დღეს, 5 აპრილს, 11:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. ივანიშვილის პრესსიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს განცხადების მიუხედავად, ივანიშვილი კოალიციის -"ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - ლიდერად დარჩება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფანჯიკიძემ განაცხადა, ივანიშვილი გაერთიანების პრემიერობის კანდიდატიც იქნება.
"მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება ტყუილსა და უკანონობას. ისევე, როგორც თავის დროზე მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გამოწვეულია სააკაშვილის შიშით, რადგან მან იცის საზოგადოების რეალური განწყობა და რეალური რეიტინგები. ამგვარი უკანონობის განხორციელება მას ძლიერი კონკურენტის შიშით დასჭირდა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.