დღეს, 5 აპრილს, 13:00 საათზე, პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ოფისში (ცაგარელის ქ.24) პრესკონფერენციას გამართავენ პარტიის თავმჯდომარე ნანა გულუა და პარტიის წევრები ლაშა გვასალია, ლევან გვარმიანი, გიორგი ოძელი, სოსო გიორგაძე.
პრესკონფერენცია ეძღვნება მიმდინარე წლის ბოლოს თბილისში, ზუგდიდსა (სოფელი რუხი, ადმინისტრაციულ საზღვართან) და რუსთავში დაგეგმილ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა შეკრებას, რომელსაც დაესწრება 120 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულე.
შეკრებაზე დაგეგმილია აფხაზეთის ამჟამად თბილისში მოქმედი ხელისუფლების მუშაობის შეფასება.
შეკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია უცხოეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ბიზნესმენთა მიერ დევნილთა საერთაშორისო ფონდის დაარსება, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე ზრუნვა და ამ მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
შეკრების ორგანიზებამდე პარტია "განახლებული საქართველოსთვის" გეგმავს ფართო საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიისა და სხვადასხვა აქციის ჩატარებას.