ბიძინა ივანიშვილმა მურმან დუმბაძესთან დღეს მორიგი შეხვედრა გამართა. მურმან დუმბაძე პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრი გახდა. იგი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, როგორც პარტიის რეგიონული სტრუქტურების ჩამოყალიბების, ასევე პარტიის მშენებლობის საქმეში.
„ქართული ოცნების" ლიდერთან შეხვედრისას, კოალიციაში მურმან დუმბაძის გაწევრიანებასთან ერთად, საუბარი შეეხო, ბათუმის 25-ე არხის ეთერით 31 მარტის გადაცემაში მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომელიც გიორგი მასალკინის ეთნიკურ წარმომავლობას ეხებოდა.
მურმან დუმბაძე საჯაროდ უხდის ბოდიშს ქართულ საზოგადოებას და პირადად გიორგი მასალკინს, მისი ემოციური განცხადების გამო. მურმან დუმბაძეს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ქართული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოალიციის წევრებმა თავი უნდა შეიკაონ საჯარო პოლემიკისგან და პოზიციების შეჯერება შიდა დისკუსიების საფუძველზე მოხდეს.