პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ დადებითად შეაფასა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებები. ამის შესახებ მან საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებთან და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოებამ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ძალიან დადებითად შეაფასეს ის მუშაობის პროცესი და ის შემოთავაზებები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტშია ჩადებული", - განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე იყო გარკვეული კითხვები და იდეებიც, თუმცა კანონპროექტის ირგვლივ თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაგრძელდება.