თურქეთი ოქროს მარაგების მხრივ ევრაზიაში ლიდერ პოზიციაზეა. აქამდე ივარაუდებოდა, რომ ქვეყანა 23 მლნ ტროიას უნცია ძვირფასი ლითონების მარაგებს ფლობდა. თუმცა გასულ კვირაში, კანადურმა გეოლოგიურმა კომპანიამ კაისერის პროვინციაში ოქროს უდიდეს მარაგებს მიაკვლია. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საბადოზე დაახლოებით 31 ტონა ოქროს მოპოვებაა შესაძლებელი.
თურქეთში ამ დროისათვის მოქმედი ოთხი ოქროს მომპოვებელი მაღაროა. საიდანაც 2010 წელს 650 ტროას უნცია ოქრო მოიპოვეს.