სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ახლადგახსნილი ნაციონალური თეატრი ააფეთქეს. თავდასხმა სომალის ტელევიზიის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიების საზეიმო მიღების დროს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 7 ადამიანი, უამრავი დაჭრილის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. დაჭრილები არიან ასევე სომალის პარლამენტის დეპუტატები.
ღონისძიებაში სომალის პრემიერ-მინისტრი აბდიველი მოჰამედ ალიც მონაწილეობდა. თავად პრემიერის განცხადებით ბომბი სწორედ მისი სიტყვით გამოსვლის დროს აფეთქდა. პრემიერი ასევე აცხადებს, რომ აფეთქება თვითმკვლელმა-ქალმა განახორციელა. პრემიერის აზრით ეს აფეთქება ისლამისტურმა ორგანიზაცია "ალ-შაბააბმა" განახორციელა.