მიმდინარე წლის მარტში რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა ჩრდილოეთ კავკასიაში 37 ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი გაანადგურეს. დაკავებულია 42 მებრძოლი და მათი ხელისშემწყობი. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის შს სამინისტროსმთავარი სამმართველო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მარტში ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე განადგურებულია ბოევიკების 7 ბაზა და აღმოჩენილია იარაღის 16 სამალავი, რომელშიც ტყვია-წამალი და საკვები იყო შენახული.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ დარეგისტრირებულია ტერორისტული მიმართულების 26 დანაშაული. უწყება აღნიშნავს, რომ ტერორისტული მიმართულების დანაშაულის მატება დაღესტანში აღინიშნება, დაღესტანზე ამგვარი დანაშაულის 69 % მოდის.