22-24 აპრილს საქართველოს ეწვევა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის მილან სტეჩის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, 23 აპრილს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის მილან სტეჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები, ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები.