აშშ-ს ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ეჭვობს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მას მუდმივად თან დასდევს და თავს "ენ-ტე-ვეს" ჟურნალისტად აცნობს სინამდვილეში ჟურნალისტი სულაც არ არის. "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში მაკფოლი ბოდიში იხდის იმ განცხადების გამო, სადაც რუსეთს ველური ქვეყანა უწოდა,
"მართლა იყვნენ თუ არა ჟურნალისტები არ ვიცი, რამდენიმე კამერით დამხვდნენ და მითხრეს, რომ ყველანი "ენ-ტე-ვედან" იყვნენ. აშშ-ში როგორც წესი ყველა ტელევიზია ერთ კამერას და ერთ კორესპონდეტს გზავნის ხოლმე", - განაცხადა მაკფოლმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩის გაღიზიანება წინა კვირაში ადამიანის უფლებადამცველ ლევ პანამარიოვთან შეხვედრამდე ჟურნალისტების საქციელმა გამოიწვია, რომლებმაც ის წვიმაში დააყენეს და უამრავი შეკითხვა დაუსვეს.