რუსეთის ფედერაცია მზადაა უკრაინიდან ყველის შეტანაზე აკრძალვა მოხსნას, - ეს განცხადება უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა პეტრ პოროშენკომ გააკეთა.
"აკრძალვები რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინული წარმოების ყველის პროდუქტებზე მას შემდეგ იქნება მოხსნილი, რაც დამუშავდება ის შეცდომები, რომლებზედაც რუსულმა მხარემ განცხადება გააკეთა უკრაინული საწარმოების შემოწმების დროს",_ განაცხადა მინისტრმა კიევში "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელთან გენადი ონიშენკოსთან გამართულ ბრიფინგზე.