არასამთავრობო ორგანიზაციიები მტავრობას ანტიმონოპოლიურ კანონპროექტს უწუნებენ. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარომადგენელმა ნათია კუტიბაძემ დღეს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით პარლამენტში გამართულ შეხვედარაზე განაცხადა, ანტიმონოპოლიური კანონდმებლობის პროექტი კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს.
მისი თქმით, მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნას.
მისი თქმით, „კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგიის" თანახმად, უნდა შექმნილიყო კონკურენციის სააგენტო, რომლის პასუხისმგებლობის სფერო იქნებოდა, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგი. ამ კანონპროექტით კი, ხდება დღეს მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჩანაცვლება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოთი და ამ ახალშექმნილი სააგენტოს უშუალო მონაწილეობა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ისე ამ პროცესის მონიტორინგში.
,,კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ორგანიზება და სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგი, განსხვავებულია თავისი არსით; შესაბამისად, მათი გაერთიანება და ერთი სააგენტოსთვის დაკისრება ხელს არ შეუწყობს არც კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულებას, არც სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიან ზედამხედველობას", - დასძინა კუტიბაძემ.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწარიან, ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებზე და "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრეს.