"საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და ნატო დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან პროგრესს განაგრძობს მოახლოებული არჩევნების წინ", - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ეს არჩევნები იქნება ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ტესტი და შანსი, რომ არჩვენოთ თუ რამდენად წინ წახვედით. ვიცი, რომ მოკავშირეები ყურადღებით მიადევნებენ თვალს არ პროცესს, ასე რომ საქართველო სამაგალითო პარტნიორია", _ განაცხადა რასმუსენმა.