"ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება თუ როგორ იქნება ორგანიზებული ჩვენი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩიკაგოში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობა საქართველოსთან სამი კუთხით იქნება ასახული",_ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს ჩიკაგოს სამიტისგან.
"პირველი - აუცილებლად იქნება ასახული საქართველოს წვლილი ავღანეთში, მეორე - საქართველოს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატით. მესამე - საქართველო განიხილება ასპირანტ სახელმწიფოდ, რომელიც მიისწრაფვის ალიანსის წევრი გახდეს - ეს ყველაფერი იქნება ასახული სამიტის დეკლარაციაში", _ განაცხადა რასმუსენმა.