"წელს ტარდება არჩევნები და საერთაშორისო გაერთიანებებს ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, პარტნიორ ქვეყნებს აქტიურად მოვუწოდებთ ალიანსის წევრებს გამოაგზავნონ დამკვირვებლები გრძელი ვადით", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"ჩაატარონ გამოკითხვები, გაუწიონ მონიტორინგი მედიის მიერ არჩევნების გაშუქების პროცესს, პარტიების დაფინანსებას, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელი პროცესი იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო გამორიცხავს სიურპრიზებს, მიკერძოებულობას, "არ იქნება არანაირი კეთილისმსურველი ზეწოლა გარედან და დესტრუქციული ქმედებები არც ერთი მხრიდან".
"რა თქმა უნდა, გვაქვს პასაუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა არაჩვეულებრივი გახდეს და თავიდან ავიცილებთ საარჩევნო პროცესში ჩარევას იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იყოს მდგრადი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.