რუსეთის ფედერაცია ახალ ჯაშუშურ სკანდალში გაეხვია. ჰოლანდიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 60 წლის რაიმონდ პუტერაი დააკავეს, რომელსაც ბრალად რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედება.
სამართალდამცველებმა ის 24 მარტს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. დაკავებულს 14 დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ჰოლანდიის შს სამინისტროს ინფორმაციით, პუტერაის იარაღის უკანონოდ ტარებაც ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ჯაშუში ინფორმაციას რუსეთის დაზვერვის სამსახურს 7 წლის განმავლობაში აწვდიდა.