მოსკოვში კაჩალოვსკი ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 14 ადამიანს მიაღწია. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად დაღუპულად 12 ადამიანი სახელდებოდა.
ამ დილით კი მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფრმაციით, ყველა გარდაცვლილი ტაჯიკეთის მოქალაქეა. ისინი ბაზარში მდებარე შენობებში ათევდნენ ღამეს.
ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე ამ დილით გაჩნდა. ხანძრის ფართობი 50 კვ.მ-ია.