გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია. გადაადგილება ჯერ კიდევ ყველა სახის ავტოტრანსპორტს ეკრძალება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ამის მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ზვასაშიშროება, ინტენსიური თოვა და შეზღუდული ხილვადობაა.
უკვე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა.
თოვლია ფასანაური-გუდაურისა და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზეც. აქ მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.
მაღალმთიან რეგიონებში თოვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თოვლის საფარი უკვე ორ მეტრს აჭარბებს. მოძრაობა კი საავტომობილო გზის გაწმენდისთანავე აღდგება.